top of page

ხსნარები კონტაქტური ლინზებისთვის



სადღეისოდ კონტაქტური ლინზების ხსნარები გამოიყენება ლინზების შესანახად და მათი დეზინფექციისთვის. გაწმენდას არ საჭიროებს ერთდღიანი კონტაქტური ლინზები. ლინზა თვალზე არყოფნის პერიოდში, აუცილებლად უნდა ინახებოდეს ხსნარში, რადგან ჰაერზე ყოფნისას ის გამოშრება. რამდენიმე საათის შემდეგ კი ის შეუქცევადად გაფუჭდება.

ხსნარების შემადგენლობა რთულია, ბევრ კომპონენტს შეიცავენ. თითოეულ მათგანს კი თავისი დანიშნულება აქვს. ამ მიზეზის გამო უწოდებენ ხსნარებს „მრავალფუნქციურს“ ( All Clean, Renu, Oune, Unica, Alvera)


მარილის შემადგენლობა (ოსმოსური წნევა) და მჟავიანობა - ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი კონტაქტური ლინზების ფორმის შესანარჩუნებლად: სისქე, დიამეტრი და მასალაში ტენიანობის შენარჩუნება. ყველა ხსნარს, გამონაკლისის გარეშე, აქვს ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, რომლებიც ახლოს არიან საცრემლე სითხის შემადგენლობასთან. თუ არ გავითვალისწინებთ ამ მნიშვნელოვან მოთხოვნას და ვეცდებით ლინზის შენახვას გადადუღებულ წყალში, ლინზა შეიწოვს წყალს და ზომაში გაიზრდება. ცხადია, რომ ასეთ ქმედებებს მივყავართ არა მარტო ოპტიკური ძალის, არამედ ლინზის ბაზისური სიმრუდის ცვლილებამდეც. ამასთანავე შესაძლებელია ლინზის მასალის სტრუქტურის გაფუჭებაც, რის შემდეგაც ლინზა გამოსაყენებლად უვარგისი გახდება.


ხსნარების სხვა კომპონენტებია ტენზიდები - ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები. მარტივად რომ ვთქვათ - საპონი. როგორც კი ლინზა მოხვდება თვალში, ფაქტიურად მაშინვე მის ზედაპირზე ჩნდება ნალექები და საცრემლე სითხის კომპონენეტები. რაც უფრო მეტია სითხეში ტენზიდების რაოდენობა, მითუ უფრო კარგად აშორებს ცილოვან, ლიპიდურ დანალექებს, ამასთანავე უფრო მეტად უწყობს ხელს ლინზის ტენიანობას.


ხსნარების მესამე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სადეზინფექციო ნივთიერებები (კომპონენტები). მათ უნდა შეამცირონ მიკროორგანიზმების დაგროვება და თავიდან აირიდონ მათი გავრცელება. ხშირად გამოყენებადი ანტიბაქტერუიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული ნივთიერებები საკმარისად კარგად უმკლავდებიან თავიან ამოცანას, თუმცა ისინი ნეგატიურად ზემოქმედებენ თვალებზე ან პოლიმერზე, რომლისგანაც მზადდება ლინზა.


ხსნარების მეოთხე აუცილებელი კომპონენტია "კონდენციონერი", რომელიც განკუთვნილია დატენიანებისა და გაპოხვისათვის. ყველაზე თანამედროვე ხსნარებში (Unica sensitive) დამატენიანებელ ნივთიერებად გამოიყენებენ ჰიალურონის მჟავას.


ადამიანებს, რომელთაც აქვთ მგრძნობიარე თვალები ან არიან ალერგიულები, ზოგიერთი ხსნარის გამოყენებამ შეიძლება თვალები გაუღიზიანოს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ისეთი ხსნარის გამოყენება, რომელიც შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს. როგორც წესი, ასეთი ხსნარებიც შეიცავენ ტაურინს(გოგირდშემცველი ამინომჟავა), ჰიალურონის მჟავას, პროვიტამინ ბ5-ს, დ-პანთენოლს, რომლებიც უზრუნველყოფენ ლინზის ტენიანობასა და რქოვანაში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.

1,002 views0 comments
bottom of page