top of page

პროგრესული ლინზები - სრულყოფილი მხდეველობა ნებისმიერ დისტანციაზე!

როდესაც მხედველობის კორექცია აუცილებელი ხდება რამოდენიმე დისტანციაზე, ადამიანს სჭირდება რამოდენიმე სათვალე. არსებობს ამ პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის გზა: სათვალის პროგრესული, ანუ მულტიფოკალური მინები. ისინი ახორციელებენ მხედველობის კორექციას ერთდროულად სამ მანძილზე: შორ, საშუალო და ახლო დისტანციაზე.

პროგრესული ლინზების შერჩევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომა, გამომდინარე მათი მხედველობითი მოთხოვნილებებიდან (პროფესია, ცხოვრების სტილი). ამის გათვალისწინებით, შესაძლოა გაძლიერდეს ის ზონა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ადამიანისათვის.



ვისთვის არის რეკომენდირებული პროგრესული ლინზები


პროგრესული ლინზების შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული კატეგორიები, თუ ვისთვის არის რეკომენდირებული ეს ლინზები. კატეგორიები შემდეგია:

✔   ვისაც სჭირდება სამი სხვადასხვა სათვალე სამი სხვადასხვა მანძილისთვის;

✔   ვისაც აქვს კარგი მხედველობა რომელიმე ზონაში და არ უნდა სათვალეების ცვლა რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში;

✔   ვინც ატარებს ბიფოკალურ ან ტრიფოკალურ სათვალეს;

✔   ვისაც სურს ყველა მანძილზე თანაბრად მკაფიოდ დაინახოს სამყარო.


ადაპტაცია და პროგრესულ ლინზები


პროგრესულ ლინზებს, რა თქმა უნდა, ახლავს შეგუების სირთულე. ეს არის საკამოდ მაღალტექნოლოგიური ოპტიკური ნაწარმი. საწყის ეტაპზე მათი გამოყენებისას საჭიროა გარკვეული დრო, რათა თვალი შეეჩვიოს მისთვის ახალი საკორექციო საშუალების გამოყენებას. ადაპტაციის პერიოდი საშუალოდ ერთი კვირიდან ერთ თვემდე გრძელდება. ეს პერიოდი დაკავშირებულია, პირველ რიგში, ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობასთან, ლინზების დიზაინთან და ადიდაციის (ოპტიკური სიძლიერის განსხვავება შორ და ახლო სეგმენტებს შორის) ხარისხთან. თუ ძველი და ახალი ჩარჩო დიზაინით ერთმანეთს ჰგავს და სახეზე ერთნაირად მორგებულია, ადაპტაციის პერიოდი, რა თქმა უნდა, უფრო მოკლეა. უკეთეს ადაპტაციას, აგრეთვე, ხელს უწყობს პაციენტისა და ექიმის თანამშრომლობა.

1,637 views0 comments
bottom of page