top of page

რატომ ლინზები?!


სტატისტიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ მსოფლიო მოსახლეობის 50% განიცდის მხედველობის გაუარესების პრობლემას. სადღეისოდ კონტაქტური ლინზები მხედველობის კორექციის ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია. იგი გამოიყენება ახლო და შორს მხედველობისას, ასევე ასტიგმატიზმის დროს. ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით კონტაქტური ლინზები სათვალეების ღირსეულ ალტერნატივად გვევლინება.

თუ ლინზა სწორად არის შერჩეული, ის უზრუნველყოფს მხედველობის სიმახვილეს და მოხმარების კომფორტულობას. მხედველობის ხარისხი, რომელსაც ლინზა იძლევა, უფრო მაღალია, ვიდრე სათვალის გამოყენების შემთხვევაში, რადგან ამ უკანასნელის გამოყენების დროს თქვენ შეზღუდული ხართ სათვალის ჩარჩოთი და პერიფერიული მხედველობაც სათვალეში დარღვეულია. გარკვევით ხედავთ მხოლოდ იმას, რაც მდებარეობს უშუალოდ თვალის პირდაპირ. ლინზა კი მთლიანად ეკვრის რქოვანას, თვალის მოძრაობასთან ერთად ისიც გადაადგილდება, ამასთანავე მასზე გავლენას არ ახდენს კლიმატური პირობები (თოვლი, წვიმა), არ იბურება და არც სველდება.


კონტაქტური ლინზები ნამდვილი აღმოჩენაა ისეთი შემთხვევების დროს, როცა სათვალის ტარება მოუხერხებელია ან დაუშვებელია(სპორტი,რბოლა...). ასევე ლინზები შეუცვლელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც განსხვავებული მხედველობა აქვს მარჯვენა და მარცხენა თვალში.


ჩვენს დროში ხშირად სვამენ კითხვას, ლინზები ჯობს თუ სათვალე?! როდესაც ამ კითხვას ვპასუხობთ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ლინზის წარმოშობის ისტორია. თავდაპირველად მას მინისგან ამზადებდნენ და ამის გამო ტარების დროს დისკომფორტს ქმნიდა.


1960 წელს გამოიგონეს რბილი კონტაქტური ლინზა, რომელიც ბევრად კომფორტული იყო ვიდრე მისი წინამორბედი. მასალის სირბილის გამო ლინზები მალევე ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა ასეთი ლინზები მაინც საჭიროებდნენ განახლებას, რადგან ისინი ცუდად ატარებდნენ ჰაერს და იწვევდნენ თვალის სიმშრალეს.


ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად კონტაქტური კორექციის სფეროში იქცა სილიკონ-ჰიდროგელის მასალის აღმოჩენა. ასეთი მასალით დამზადებული ლინზები ადვილად ატარებს ჰაერს და იცავს მას სიმშრალისაგან. ისინი ძალიან მოსახერხებლები არიან აქტიური ცხოვრების მოყვარული ადამიანებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით სათვალზე, რომელიც აქტიური მოძრაობის დროს მოუხერხებელია და ადვილად შეიძლება გატყდეს. ამასთანავე სათვალე ამახინჯებს ობიექტის ფორმასა და ზომას, მალავს თვალის სილამაზეს და ცვლის მის ზომას. აქედან გამომდინარე მათთვის ვისაც უნდა რომ იყოს თავისუფალი, ახალგაზრდული და ენერგიული ლინზები საუკეთესო არჩევანია.

1,325 views0 comments
bottom of page