top of page

8 მარტივი რჩევა, როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ თვალებს?!


1. არ მოისრისოთ თვალები

თვალების მოსრესა საკმაოდ მავნე ჩვევაა, რადგან ამ დროს დიდი შანსია, რომ დაბინძურებული ხელიდან თვალში ბაქტერიების მთელი არმია მოხვდეს, რაც მოგვიანებით, რომელიმე სერიოზული დაავადების განვითარებას შეუწყობს ხელს.


2. ხელები ხშირად დაიბანეთ

ზემოთ ხსენებულ ჩვევას თუ ვერ ელევით, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს — ხელები ხშირად დაიბანეთ.

დარწმუნდით, რომ განსაკუთრებით თვალებთან, სათვალესთან ან კონტაქტურ ლინზებთან შეხებისას თქვენი ხელები ნამდვილად სუფთაა.


3. ერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს

რუჯის მოყვარულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები არამხოლოდ კანს, არამედ თვალებსაც აზიანებს.

მზიან ამინდში ყოველთვის გამოიყენეთ მზის სათვალე ან კეპი.


4. არ მოწიოთ

მოწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს — მათ შორის თვალებისთვისაც.

უნდა იცოდეთ, რომ თითოეული მომდევნო ღერის მოწევისას ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის პროცესსა და სხვა მძიმე დაავადებების განვითარებას უწყობთ ხელს.


5. იკვებეთ სწორად

იმისთვის, რომ მხედველობა გაუმჯობესდეს, სწორი კვებაც მნიშვნელოვანია.

ხშირად ჭამეთ თევზი, თაფლი, ხახვი, თხილი და ყველა ის პროდუქტი, რომლებიც მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და ნივთიერებებითა არის გაჯერებული.


6. მოერიდეთ ეკრანის გამოსხივებას

კომპიუტერის ეკრანის გამოსხივება თქვენი თვალებისთვის ძალიან დამღლელი და დამაზიანებელია.

თუ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებთ და კომპიუტერთან საათობით ჯდომა გიწევთ, ეცადეთ, რომ გამოსახულებას ზედმეტად ახლო მანძილიდან არ უყუროთ. გამოსხივებისგან დამცავი სათვალეც გამოგადგებათ.


7. ერიდეთ ალერგიულ პარფიუმერიას

სილამაზე მსხვერპლს ნამდვილად მოითხოვს, თუმცა, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა მაინც აუცილებელია.

ერიდეთ ალერგიული პარფიუმერიის გამოყენებას, რომლებიც თქვენი თვალების გაღიზიანებასა და ჩაწითლებას იწვევენ. დღის ბოლოს კი მაკიაჟის გულმოდგინედ მოცილება არ უნდა დაგავიწყდეთ.


8. კარგად გამოიძინეთ

დამღლელი დღის შემდეგ თქვენი ორგანიზმისთვის დახარჯული ენერგიის აღდგენა აუცილებელია. კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, დასვენება და კარგად გამოძინება ხომ თქვენს თვალებსაც სჭირდებათ.


691 views2 comments

2 Comments


good

Like

imroybaxter
Apr 24, 2023

Thank you for information

Like
bottom of page