როგორ შევაგუოთ ბავშვი სათვალეს - 5 ხერხი პრობლემის დასაძლევად


დღეს ძალიან ბევრი ბავშვი ატარებს სათვალეს. განსაკუთრებით სასკოლო ასაკში. ზოგს უჭირს მასთან შეგუება, თუმცა შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებს სათვალის კომპლექსი გადალახული აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ სათვალე მოდაშია. ასეც არის, თითქმის ყველა ცნობილი მოდის სახლის დიზაინერები მუშაობენ დახვეწილი სათვალეების შექმნაზე. არაერთი ფსიქოლოგი კი ადამიანებს, ვისაც სათვალესთან შეგუება უჭირს, ახსენებს, რომ სათვალე მოდური აქსესუარია.

ეს "არგუმენტი" განსაკუთრებით ბავშვებს ხიბლავთ. მათი ჯანმრთელობისთვის ხომ სათვალეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თუ ბავშვი აპროტესტებს სათვალის გაკეთებას, აუცილებლად უნდა დაარწმუნოთ, რომ მის ტარება მოდურია და ძალიან უხდება. მაგალითად ტელეიმედის ჟურნალისტი დავით ცაგარელი ერთი კვირის განმავლობაში პირდაპირ ჩართვებში სათვალით გამოდიოდა. ამას თავისი შვილის, 9 წლის ნიკოლოზისთვის აკეთებდა, რომელსაც სათვალესთან შეგუება უმძიმდა... ამ ნაბიჯით მამამ დაარწმუნა, რომ სათვალის ტარებაში რთული და ცუდი არაფერი არ არის. არსებოს სხვა ხერხებიც, რომ ბავშვი სათვალეს შეეგუოს.


  • მიეცით საშუალება, ყიდვისას თავად აარჩიოს სათვალე. რომელი ფერი თუ ფორმა მოსწონს, ჯობია თავად გადაწყვიტოს.

  • თუ მაინც აპროტესტებს, უთხარით, რომ ძალიან უხდება, რომ მასში უფრო დიდს ჰგავს და სხვებზე ჭკვიანი ეგონებათ.

  • დაუსახელეთ მისთვის ნაცნობი ადამიანი ან პერსონაჟი, რომელიც სათვალეს ატარებს (თუნდაც ჰარი პოტერი). კარგია, თუ ცოტა ხნით ოჯახის წევრებიც მოირგებენ სათვალეს, რა თქმა უნდა, არა გამადიდებელი მინებით.

  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სათვალე შეიძინოთ, რომლის ტარებაც კომფორტული იქნება. ხარისხიანი სათვალე, როგორც წესი, მაქსიმალურადაა მორგებული ბავშვის საჭიროებებს.

  • უკვე ქართულ ბაზარზეც არსებობს სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი ოპტიკური სათვალეების ხარისხიანი ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია "რონიკოს" ოპტიკური სალონების ქსელში.

  • ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სასათვალე ლინზას, ანუ მინას. ბავშვებისათვის განსაკუთრებულად რეკომენდირებულია ორგანული მინა და არა მინერალური, რადგან ის უფრო მსუბუქი და ნაკლებად მსხვრევადია.

12 views

Explore

სოციალური არხები

ვაჟა-ფშაველას გამზირი #51

ადევნე თვალი სიახლეებს

ადევნე თვალი სიახლეებს

თამარ მეფის გამზირი #18

თამარ მეფის გამზირი #16

Tbilisi, Georgia | info@mzera.ge | 555 96 96 96

©2017 დამზადებულია Online Branding Group-ის მიერ