top of page

როგორ მოვუაროთ ლინზებს?!


* ლინზების მოვლისთვის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია სისუფთავე.

ლინზების მოხმარებისას დაიცავით ჰიგიენის ნორმები. სანამ ლინზას შეეხებით, კარგად დაიბანეთ ხელები საპნით;


* ლინზების გამოყენებამდე არ გაიკეთოთ მაკიაჟი, არ წაისვათ ლოსიონი ან კრემი; ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ ლინზის ჩასმის შემდეგ;


*თმის ლაკის ან სხვა აეროზოლის გამოყენებისას თვალები დახუჭული გქონდეთ;

*არასოდეს გამოიყენოთ ლინზები დადგენილზე მეტი დროით;

*დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადააგდეთ ლინზა.


ლინზების მოვლა


*ლინზების გავლება აუცილებელია როგორც გამოყენებამდე, ასევე გამოყენების შემდეგ. ამის გაკეთება საჭიროა იმ ნალექების, მიკრობების, სეკრეციების მოსაშორებლად, რომლებიც ხმარების დროს დაგროვდა ლინზაზე; *არასოდეს გარეცხოთ ლინზა ონკანის წყლით;


კონტეინერის მოვლა

*ლინზის ამოღების შემდეგ კონტეინერიდან გადაღვარეთ სითხე, გადმოაბრუნეთ იგი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში სანამ არ გამოშრება; *ლინზის ყოველი გამოყენების შემდეგ ახალი სითხე ჩაასხით კონტეინერში; *ლინზის კონტეინერში მოთავსებამდე კარგად გამოავლეთ იგი ხსნარით; *არასოდეს გარეცხოთ კონტეინერი ონკანის წყლით; *ყოველი ლინზა ჩადეთ კონტეინერის შესაბამის განყოფილებაში და დარწმუნდით, რომ სრულადაა დაფარული სითხით.

499 views0 comments

Comments


bottom of page