top of page

რა უნდა ვიცოდეთ ფერადი კონტაქტური ლინზების შეძენამდე?!


განსხვავება ზომებში


* მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა ზომის ლინზები, რომელიც ერგება ლინზების მომხარებელთა უმრავლესობას, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ლინზამ იმოძრაოს გუგაზე, განსაკუთრებით ხამხამის დროს.


* ეს იმიტომ, რომ თქვენი გუგა მუდმივად იცვლის ზომას, რათა შეეგუოს სინათლის ხვადასხვა მდგომარეობას. ზოგჯერ გუგა შეიძლება იყოს უფრო დიდი, ვიდრე ლინზის ცენტრალური ნაწილი. ასეთ შემთხვევაში თქვენი მხედველობა შესაძლოა იყოს შემცირებული, ეს კი უფრო მეტად მოხდება ღამით.


კონტაქტურ ლინზებზე ზრუნვა


* ისევე როგორც ყველა კონტაქტურ ლინზას, ფერად ლინზებსაც სჭირდებათ შესაბამისი მოვლა და ჰიგიენის დაცვა.

* ფერადი კონტაქტური ლინზები მოითხოვს შესაბამისი ხსნარით გაწმენდას;

* არასოდეს არ უნდა ათხოვოთ თქვენი ლინზები სხვას, რადგან ასე შესაძლოა მოხდეს ინფექციის ან ბაქტერიის გადატანა.


კონტაქტური ლინზების რეცეპტი


* ფერად კონტაქტურ ლინზების რეცეპტი უნდა მოგცეთ თქვენმა თვალის ექიმმა, მაშინაც კი თუ ლინზა ურეცეპტოა(კოსმეტიკური). მან უნდა მოგცეთ ლინზის შესაძენად საჭირო რეკომენდაციები.


ფერადი კონტაქტური ლინზების შერჩევა


* არსებობს კონტაქტური ლინზების შერჩევისას გასათვალისწინებელი რამდენიმე საკითხი. თქვენ უნდა იფიქროთ, რამდენად მკვეთრი და განსხვავებული ფერი გინდათ რომ შეარჩიოთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კანის ფერი, როგორ მაკიაჟს გაიკეთებთ, რომ გამოიკვეთოს თქვენი თვალის ფერი. თუ თქვენ გინდათ უფრო ბუნებრივი გამოხედვა, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ თქვენი ბუნებრივი თვალის ფერთან მიახლოებული ლინზა. მაგრამ თუ თქვენ გსურთ გააკეთოთ განაცხადი, მაშინ შეგიძლიათ შეარჩიოთ რამე არაორდინალური.


244 views0 comments

Yorumlar


bottom of page