ასაკის მატებასთან ერთად იცვლება არა მხოლოდ ჩვენი შეხედულება ცხოვრებაზე, არამედ ჩვენი მხედველობის პარამეტრები: სულ უფრო და უფრო რთულად იკითხება წვრილი ტექსტები, ჩნდება გაბუნდოვანების შეგრძნება, თვალების სწრაფი დაღლა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გაჩნდა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან. სწორედ ეს არის პრესბიოპია. პრესბიოპია იწყება არაუადრეს 36 და არაუგვიანეს 50 წლის ასაკიდან. პრესბიოპია გამოწვეულია თვალის აკომოდაციის უნარის დაქვეითებით. აკომოდაცია არის თვალის უნარი, მკაფიოდ გაარჩიოს თვალისგან სხვადასხვა მანძილზე დაშორებული საგნები.
პროგრესული ლინზები - სრულყოფილი მხდეველობა ნებისმიერ დისტანციაზე; პროგრესული მინების შერჩევის თავისებურებები
მხედველობის ასაკობრივი გაუარესება გვხვდება არა მხოლოდ მათთან, ვისაც არასდროს ჰქონია მხედველობის პრობლემა, არამედ მათთანაც, ვინც მთელი ცხოვრება მოიხმარდა სათვალეს. როდესაც მხედველობის კორექცია ხდება აუცილებელი რამოდენიმე დისტანციაზე, ადამიანს სჭირდება რამოდენიმე სათვალე. არსებობს ამ პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის გზა: სათვალის პროგრესული, ანუ მულტიფოკალური მინები. ისინი ახორციელებენ მხედველობის კორექციას ერთდროულად სამ მანძილზე: შორ, საშუალო და ახლო დისტანციაზე. ეს სამი ზონა დაკავშირებულია ერთმანეთთან ე.წ. პროგრესიის კორიდორით, რომლიც განსაზღვრავს ლინზის დიოპრტიული ძალის შეუმჩნეველ გადასვლას მისი ზედა ნაწილიდან ქვემოთ. არანაირი ვიზუალური და ფიზიკური გადასვლები ზონებს შორის არ შეიმჩნევა, რაც განაპირობებს ბუნებრივ მხედველობას. პროგრესული ლინზები ამით გამოირჩევიან ბიფოკალური და ტრიფოკალური ლინზებისგან.
პროგრესული ლინზების შერჩევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომა, გამომდინარე მათი მხედველობითი მოთხოვნილებებიდან (პროფესია, ცხოვრების სტილი). ამის გათვალისწინებით, შესაძლოა გაძლიერდეს ის ზონა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ადამიანისათვის.
ვისთვის არის რეკომენდირებული პროგრესული ლინზები
პროგრესული ლინზების შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული კატეგორიები, თუ ვისთვის არის რეკომენდირებული ეს ლინზები. კატეგორიები შემდეგია:
✔ ვისაც სჭირდება სამი სხვადასხვა სათვალე სამი სხვადასხვა მანძილისთვის;
✔ ვისაც აქვს კარგი მხედველობა რომელიმე ზონაში და არ უნდა სათვალეების ცვლა რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში;
✔ ვინც ატარებს ბიფოკალურ ან ტრიფოკალურ სათვალეს;
✔ ვისაც სურს ყველა მანძილზე თანაბრად მკაფიოდ დაინახოს სამყარო.
ადაპტაცია და პროგრესულ ლინზები
პროგრესულ ლინზებს, რა თქმა უნდა, ახლავს შეგუების სირთულე. ეს არის საკამოდ მაღალტექნოლოგიური ოპტიკური ნაწარმი. საწყის ეტაპზე მათი გამოყენებისას საჭიროა გარკვეული დრო, რათა თვალი შეეჩვიოს მისთვის ახალი საკორექციო საშუალების გამოყენებას. ადაპტაციის პერიოდი საშუალოდ ერთი კვირიდან ერთ თვემდე გრძელდება. ეს პერიოდი დაკავშირებულია, პირველ რიგში, ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობასთან, ლინზების დიზაინთან და ადიდაციის (ოპტიკური სიძლიერის განსხვავება შორ და ახლო სეგმენტებს შორის) ხარისხთან. თუ ძველი და ახალი ჩარჩო დიზაინით ერთმანეთს ჰგავს და სახეზე ერთნაირად მორგებულია, ადაპტაციის პერიოდი, რა თქმა უნდა, უფრო მოკლეა. უკეთეს ადაპტაციას, აგრეთვე, ხელს უწყობს პაციენტისა და ექიმის თანამშრომლობა.
Cinsel Sohbet Uygulaması.
Yetişkin Sohbet Uygulaması.
Yetişkin Chat Uygulaması.