თქვენს თვალებს სჭირდებათ დასვენება. ჩვენ გაჩვენებთ თვალის განტვირთვის ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს, რომელიც მოგგვრით სასიამოვნო შეგრძნებას. (სანამ ამ პროცედურას გაიმეორებთ რეკომენდებულია ხელის დაბანა)
1️⃣️ დახუჭეთ თვალები.
დახუჭეთ თვალები რამოდენიმე წამი და შემდგომ უცბად გაახილეთ. გაიმეორეთ ეს ქმედება 3-5 ჯერ. როდესაც ამ პროცედურას მორჩებით დახუჭეთ თვალები მჭიდროდ ერთი წუთის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სუნთქვას, რათა დაეხმაროთ თქვენს თვალებს რელაქსაციაში.
2️⃣️ დაიზილეთ თვალები.
დაიზილეთ თქვენი თვალები ძალიან ნაზად. შემდგედ დაფარეთ თვალები ხელით, რათა დაბლოკოს ნებისმიერი სინათლე. თვალებს დაზელა ეხმარება მათ განტვირთვაში და შემდგომი სიბნელე იძლევა დამამშვიდებელ ეფექტს.
3️⃣ ️განათავსეთ ხელის გულები თვალებზე.
ხელის გულებით გამოყოფილი სითბო ადუნებს თქვენს თვალებს და იწვევს სასიამოვნო შეგძნებას.
4️⃣️ თვალის ვარჯიში. ამ ვარჯიშის რამოდენიმე ვარიაციაა და გაიმეორეთ ის ვარჯიში რომელიც თქვენთვის სასურველია. ა)დროებითი დახუჭვა : როდესაც თქვენი თვალები დაძაბულია, დროებითი დახუჭვა ეხმარება თქვენს თვალებს განტვირთვაში. ბ)თვალების ტრიალი : ამ მოძრაობას აქვს საოცარი შედეგი, აქვს ისეთივე ეფექტი როგორც მასაჟს და განმუხტავს თქვენი თვალის დაძაბულ კუნთებს. გ) ცვალეთ ფოკუსის მანძილი : თუ თქვენ მუშაობთ კომპიუტერის ეკრანთან, ყურადღება გადაიტანეთ შორ მანძილზე მდებარე ობიექტზე და დაათვალიერეთ იგი, შეეცადეთ ამოიცნოთ თუ რა დეტალებისაგან შედგება იგი.
Comentarios