* თვალის წვეთები საჭიროა სიმშრალისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. მათ კონტაქტური ლინზების ტარების დროს პირდაპირ თვალში იწვეთებენ. მათი გამოყენება შესაძლებელია თვალიდან მავნე ნივთიერებების გამოსარეცხად.
* ყველა პაციენტს არ ესაჭიროება თვალის წვეთები. ამიტომ ექიმები ძირითადად უნიშნავენ მათ, ვისაც აქვთ სიმშრალე და დისკომფორტი. ეს წვეთები ესაჭიროებათ:
პაციენტებს, რომელთაც აქვთ თვალის სიმშრალე, რაც აიხსნება თვალის საცრემლე სითხის თავისებურებით;
მათთვის, ვინც მუშაობს მშრალ ატმოსფეროში ან ქარიან ამინდში;მათ, ვისაც უჭირს თვალიდან ლინზის ამოღება;
ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში, როდესაც ხდება ლინზების დეჰიდრატაცია(სითხის დეფიციტი) ძილის დროს (ამ შემთხვევაში ზოგიერთი პაციენტი დაწოლამდე იწვეთებს თვალში წვეთებს, რათა თავიდან აირიდოს დილით დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული შეგრძნებები);
ალერგიული სიმპტომების დროს;
ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც შემცირებული აქვთ საცრემლე სითხის გამოყოფა;
მათ, ვინც იღებს ორალურ წამლებს, რომლებიც აუარესებენ საცრემლე სითხის გამომუშავებას;
მათ, ვისაც დღის განმავლობაში თვალები ეღლებათ;
* ნოელ ბრენანმა და ნათან ეფრონმა ჩაატარეს კვლევა, რათა გამოევლინათ სავარაუდო პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ქავილი, სიმშრალე ან ცრემლიანობა. ანალიზი გაუკეთდა რბილი კონტაქტური ლინზების 104 მომხმარებელს. შედეგად დადგინდა, რომ:
სიმშრალე უფრო ხშირია, ვიდრე ქავილი და ცრემლიანობა;
ქალები, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს, უფრო მეტად განიცდიან, სიმშრალესა და ქავილს, ვიდრე ისინი, ვინც არ გამოიყენებს ამ კონტრაცეპტივებს;
სიმშრალეს ძირითადად უჩივიან ის პაციენტები, რომლებიც იყენებენ 6 თვე და მეტი ხანგრძლივობის ლინზებს.
Comments