top of page

ვარჯიში თვალებისთვის


მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის ასაკობრივი ცვლილებები გარდაუვალია, ამ პროცესის შენელება სრულიად შესაძლებელია. ჩვენი თვალები კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. ხელოვნური განათება, მონიტორის მოციმციმე ეკრანი, საჭესთან ხანგრძლივად ჯდომა, ქალაქის მკაცრი დაგეგმარება – ყველაფერი ეს თვალმახვილობას არ ეხმარება. გაგაცნობთ დაძაბულობის მოხსნის რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს. ეცადეთ, სამუშაოზე შესვენებების დროს საათში ერთხელ შეასრულოთ.


  • მზერა შორს რაიმე ობიექტს მიაპყარით, შემდეგ ახლო წერტილზე გადმოიტანეთ. მზერა მარჯვნივ და მარცხნივ რამდენჯერმე გაატარ–გამოატარეთ. წარმოდგენაში თვალებით რვიანი დახატეთ, ჯერ ვერტიკალურად, შემდეგ – ჰორიზონტალურად. სავარჯიშო 3–4–ჯერ გაიმეორეთ.

  • თვალები მაგრად მოჭუტეთ, ხუთამდე დაითვალეთ, შემდეგ გაახილეთ. ეს სავარჯიშო თვალის კუნთების მოდუნებას ეხმარება. თვალები დახუჭეთ, ქუთუთოები დაისრისეთ და თითებით მსუბუქად დააწექით. ამ დროს თვალებს ნამუშევარი თვალშიგა ტენი ეცლება და სანაცვლოდ ახალი, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით სავსე მოდის.

  • თვალები დახუჭეთ, კისერი წინ ნელა დახარეთ, ნიკაპით მკერდს შეეხეთ, შემდეგ თავი უკან გადასწიეთ. გაიმეორეთ 4–5–ჯერ. ეს სავარჯიშო თვალების სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს.

1,517 views0 comments

Comments


bottom of page